ივანიშვილის ოჯახი, თურნავა, „რიჟა“, თორნიკე რიჟვაძე – რა სია გაუგზავნეს მარკო რუბიოს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს

კოლაჟი – მთავარი არხი
რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, ს გაყალბებასა“ და „ჩინეთის, სა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ მას.
ამავე წერილში, რომელიც კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, 2025 წლის 9 იანვარს გაეგზავნა რუბიოს, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნეს სცენაზე მყოფი 26 ადამიანი, – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enalbers] ქსელი“, – რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.
სიაში, რომელიც ს მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, არიან:
„ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“:
ეკატერინა ხვედელიძე, ივანიშვილის ცოლი
ალეკო ივანიშვილი,
შმაგი
უჩა მამაცაშვილი
„ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები:
ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
კახა ბექაური – კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე;
თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაური
გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის უფროსი
ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი
, თბილისის მერი
– წერილში მოხსენიებულია როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“;
ასევე, ლაშა ნაცვლიშვილი – მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“
– საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი. მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“;
„კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან:
ირაკლი რუხაძე, „იმედის“ მფლობელი (-ის მოქალაქე)
სოსო ფხაკაძე, „ვისოლის“ დამფუძნებელი
ხვიჩა მაქაცარია
ირაკლი გილაური – „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი;
ვანო ჩხარტიშვილი
სულხან პაპაშვილი
გიორგი კაპანაძე („რიჟა“)
ილია წულაია, „არქის“ დამფუძნებელი
ნოშრევან ნამორაძე
ვიქტორ ჯაფარიძე, „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი
მოსამართლეები
მიხეილ ჩინჩალაძე
ლევან მურუსიძე.
წერილი მიმოიხილავს საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, – წინასააჩევნო გარემოს, სადავო არჩევნებს, პრო-ევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებს, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას და მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების დევნას.
„მართალია, შეერთებულმა შტატებმა შესაქები ნაბიჯები გადადგა ივანიშვილის სანქცირებით, აუცილებელია, აღიარებულ იქნას, რომ მის ძალაუფლებას ამყარებს „მაცოცხლებელთა“ ქსელი“, – წერია მიმართვაში.