ივანიშვილის მთავრობა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს $10 000-ით დაეხმარება – 21 მარტს გამოცემულ განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
ოლიგარქის მთავრობა საგარეო უწყებას ნებას რთავს, რომ 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით დაეხმაროს ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა. ოცნების საგარეო სამინისტრომ აღნიშნული თანხა ნებაყოფლობით ფონდში უნდა შეიტანოს.
ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისა და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოების ჯგუფში 44 ქვეყანაა:
ავღანეთი, გვინეა, რუანდა, ანგოლა, გვინეა-ბისაუ, სენეგალი, ბანგლადეში, ჰაიტი, სიერა ლეონე, ბენინი, კირიბატი, სოლომონის კუნძულები, ბურკინა-ფასო, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, სომალი, ბურუნდი, ლესოტო, სამხრეთ სუდანი, კამბოჯა, ლიბერია, სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, მადაგასკარი, ტიმორ-ლესტე, ჩადი, მალავი, ტოგო, კომორის კუნძულები, მალი, ტუვალუ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მავრიტანია, ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა, ჯიბუტი, მოზამბიკი, უგანდა, ერიტრეა, მიანმარი, იემენი, ეთიოპია, ნეპალი, ზამბია, გამბია(ტვპირველი)
