დღეს საქართველოს ჰყავს ორი პრეზიდენტი: ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არალეგიტიმურად დანიშნული რუსეთში დამზადებული კლონი მიხეილ ყაველაშვილი მედუზის IQ-ით,” – ასე აფასებს მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას ბიზნესმენი, “საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ქართული ოფისის ხელმძღვანელი ფასი ასლი.
“თუ კალიგულას მიერ მისი ცხენის ინციტატუსის დანიშვნა რომის სენატორად ლეგენდად დარჩება, ივანიშვილის მიერ მისი ერთ-ერთი ზებრის, ყაველაშვილის საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტად დანიშვნა ისტორიას აუცილებლად დაწერს,” – წერს ფადი ასლი სოც.ქსელში და პოსტს თან უღტავს ზებრის ფოტოს.
