“ივანიშვილის ერთადერთი დაპირება შესრულდა მარტო” – ვიკა ბუკია

“მამა-შვილის ემოციური შეხვედრა”. პირველად შემომეყურა ასეთი ვიდეო. მამა ჩამოდის ემიგრაციიდან და პატარა გოგონა ვერ ჩერდება იმდენს ტირის. თურმე სავსეა სოც.ქსელები ემიგრაციიდან ჩამოსული მშობლების და ბავშვების შეხვედრის ვიდეოებით. ივანიშვილის ერთადერთი დაპირება შესრულდა მარტო. ჩვენი თანამოქალაქეები ემიგრაციაში წავიდნენ და საკუთარი შვილების რჩენა ამჯობინეს მათთან ყოფნას იმიტომ, რომ ადამიანი მონატრებას უძლებს, არ კვდება და შიმშილს – ვერ. ამაზე საშინელი არჩევანი არსებობს მშობლისთვის? მართლა რა სევდაა. რამდენი ბავშვი იზრდება მამის და დედის გარეშე; რამდენი მეგობარი და ფრენდი გაფრინდა ბოლო 1-2 წელიწადში. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი.. თან ხანგრძლივ ემიგრაციას თან სდევს გაუცხოება სამშობლოსთან. “გაორება” ორ ქვეყანას შორის. და ეს არაა ამ ხალხის ბრალი, გარემობის ბრალია. ამიტომაც, რაც მეტი დრო გავა, მით უფრო ძნელი იქნება ამ ხალხის დაბრუნება, ხშირ შემთხვევაში კი – შეუძლებელიც კი..

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)