ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში მნიშვნელოვანია არა იმდენად არჩევნების შედეგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება იმდენად კონსოლიდირებული იყოს, ნებისმიერ დესტრუქციას გასცეს პასუხი – პაპუაშვილი

ს დაბრუნება პოლიტიკაში მნიშვნელოვანია არა იმდენად ს შედეგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ამ არჩევნებისთვის ჩვენი საზოგადოება იმდენად კონსოლიდირებული იყოს, რომ ნებისმიერ დესტრუქციას გასცეს პასუხი,”- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
ს თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ არის რისკები, ოპოზიციამ “სხვა მეთოდები” გამოიყენოს.
“ოპოზიცია იმდენად განადგურებულია, რომ ერთი მხრივ, ხედავდით, იყო მცდელობები, რომ იქნებ რაიმენაირად ბარიერი დაწეულიყო იმისთვის, რომ საერთოდ შანსი ჰქონოდათ პარლამენტში შესვლის. ამიტომ, შედეგებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია პირიქით, იმის გამო, რომ ვინაიდან ოპოზიცია არის აბსოლუტური მარცხის ზოლზე, არის რისკები, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდეს სხვა მეთოდების გამოყენებას, მათ შორის, აქედანვე ვხედავთ, რომ არის მცდელობა მომავალი არჩევნების დისკრედიტირების.
ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში მნიშვნელოვანია არა იმდენად არჩევნების შედეგებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ამ არჩევნებისთვის ჩვენი საზოგადოება იმდენად კონსოლიდირებული იყოს, რომ ნებისმიერ დესტრუქციას გასცეს პასუხი. ასე რომ, ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის ამ დროს, როდესაც არჩევნები ჩავლილი იქნება, ქართულმა საზოგადოებამ ისევე აღნიშნოს ახალი წელი, წარმატებით და ოპტიმისტურად, როგორც ამ ახალ წელს აღვნიშნავთ,” – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში არის ის, რომ ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ განსაკუთრებით ევროპულ საზოგადოებას

არჩევნებში ოპოზიციის არ მონაწილეობის კარგია დემოკრატიისთვის, ვინაიდან საბოლოდ ჩაიხსნებიან პოლიტიკური ცხოვრებიდან. მონაწილეობას თუ მიიღებენ, ესეც კარგია – საზოგადოება განაჩენს კიდევ ერთხელ გამოუტანს

საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა არის ტყვე პოლიტიკური კონტექსტისა. როგორც კი მოიხსნება არასწორი მიდგომა, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოს მიმართ აქვს, ეს ურთიერთობა ამ ტყვეობიდან იმ მომენტშივე გამოვა

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ევროკავშირი უნდა იყოს მრავალფეროვნების კავშირი და შესაბამისად, ყველა ერის, ყველა კულტურის, ყველა სახელმწიფოს როგორც ინტერესები, ასევე ხმა უნდა იყოს გაგონილი