ივანიშვილის გამოჩენა 2-წლიანი გაუჩინარების შემდეგ | პოლიტიკური გამოხმაურებები და პროგნოზი
2-წლიანი გაუჩინარების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი საჯარო სივრცეში პირველად გამოჩნდა. ქართველი ოლიგარქი რუსთაველის თეატრში დემონსტრაციულად მივიდა და იქაურობაც ცენტრალური გასასვლელიდან დატოვა. ღონისძიების მიმდინარეობისას თეატრის შიდა და გარე პერიმეტრს მისი დაცვის თანამშრომლები ამაგრებდნენ, სადაც ივანიშვილს ესკორტი ელოდა.
რა სურს ოლიგარქს და როგორია მისი გეგმა – ამ კითხვას ოლიგარქი პასუხს არ სცემს და ისევ დუმილს ირჩევს. “ოცნება” ოლიგარქის ქებაშია და ისევ მადლობის ტექსტებს უძღვნის, ამ გუნდის ყოფილ წევრებსა და ოპოზიციას კი ეჭვი არ ეპარებათ, რომ ივანიშვილი არსად წასულა და ახლაც, ისევე როგორც აქამდე, პოლიტიკურ პროცესსა და მმართველ გუნდს კულისებიდან მართავს.