“ივანიშვილის გააქტიურება და კობახიძის “დაღონება” სწორედ ამ მწარე აუცილებლობით უნდა იყოს ნაკარნახევი” – კოტე კემულარია

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:

ივანიშვილის ხელისუფლებისთვის მისაბაძი “კონსერვატორი” ლიდერის—ო რ ბ ა ნ ი ს
მოსალოდნელი მარცხი 12 აპრილის გადამწყვეტ არჩევნებზე — გამოფხიზლების და “დიადი გარდატეხის” მომენტუმი შეიძლება აღმოჩნდეს თბილისში, მოსკოვში და ბევრი დაგვარი “საარჩევნო”
ა ვ ტ ო კ რ ა ტ ი ი ს დედაქალაქში….
ტრამპმა 8 აპრილს დი ვენსი მიავლინა ბუდაპეშტში… 9 აპრილს თვითონ მიმართა უნგრელ ამომრჩეველს—მხარი დაეჭირათ ორბანისთვის?!
არ იყო ძნელი გამოსაცნობი, რომ ტრამპის ასეთი “დემოკრატიული” ჩარევა , ორბანს დათვურ სამსახურს გაუწევდა!!! მოსკოვი უფრო ეშმაკურად—ფარულად ეხმარება ორბანს…პუტინს
არ მიუმართავს საჯაროდ უნგრელი ხალხისთვის ორბანის მხარდასაჭერად…
ივანიშვილის ხელისუფლებისგან კოპირებული მითოლოგია: “უკრაინას უნგრეთის ომში ჩათრევა
სურსო”—ასევე მკვეთრად კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა — არჩევნების წინ ჩატარებული გამოკითხვით,უნგრელების 62% – ს არ სჯერა ამ
ცრუნარატივის!!!
სიურპრიზი არის—“ოცნების” მთავარი იდეოლოგის დღევანდელი გაფრთხილება
ივანიშვილისადმი: “ტრამპის ღია მხარდაჭერა ყ ვ ე ლ ა ზ ე
დიდ თავისტკივილად ექცა ორბანსო”!!!
რადიო “თავისუფლება” წერს: “ტრამპი —“ქართლის დედის” ხმალს და ფიალას—საქართველოს მიმართ ერთდროულად იყენებსო”!!!
ადამიანურ ენაზე ეს ნიშნავს—“ირან-რუსეთ-ჩინეთის ინტერესების ლობირების გამო ხმალს იმსახურებ, მაგრამ, შავი ზღვა ძალიან მჭირდება და თან ფიალას ამიტომ გთავაზობო?!
ძალიან სახიფათო “რებუსია”….
აშკარა ხდება რომ დუგინის მოძღვრებით
ნაკვებმა იდეოლოგიამ და პოლიტიკურმა თეზისებმა, “ოცნების” ხელისუფლება კოლაფსის პირამდე მიიყვანა…
შუშის სასახლეში მიხვდნენ რომ საჭიროა კარდინალური ცვლილებები…
არის კი შემორჩენილი შესაბამისი რესურსი???
“დალოდების” დროც ამოიწურა…
ივანიშვილის გააქტიურება და კობახიძის
“დაღონება”, დიდი ალბათობით, სწორედ ამ მწარე
აუცილებლობით უნდა იყოს ნაკარნახევი….

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას