,,ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორი დააპატიმრეს და 6 წლით ციხეში უკრეს თავი თაღლითობისა და ფულის გათეთრების გამო“ – რომან გოცირიძე

ევროოპტიმისტების წევრი, :
,,ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორი დააპატიმრეს და 6 წლით ციხეში უკრეს თავი. რა თქმა უნდა, თაღლითობისა და ფულის გათეთრების გამო. 2020 წელს მისი დაპატიმრების ამბავი ახლა გავიგეთ. არა და რამდენი შრომა ჩავდეთ ამ საერთაშირისო თაღლითის მხილებაში. გუშინ, რუსულ წყაროებში გავცელუბული ინფორმაციისთ, ეს ავანტურისტი თურმე კოლონიაშიც აწყობდა დანაშაულებრივ სქემებს და სასამართლოს გადაწყვეტილებით მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაიყვანეს.
გავიხსენოთ გავრილოვის საქართველოსთან ბიზნესკავშირების ისტორია. ის ჩამოიყვანა ბიძინა ივანიშვილმა. ს შეაქვნევინა კონერციული ბანკი, “პროგრესბანკი”, რომლის წილის ასი პროცენტი კალაძეს ეკუთვნოდა ფორმალურად. შემდეგ კალაძემ წილის 72 პროცენტი გადააფორმა გავრილოვის ოფშორულ კომპანიაზე სახელწოდები PINTEX, 28 პროცენტი კი ივანიშვილზე. მიუხედავად იმა, რომ იგი გავიდა ბანკის მესაკუთრეთა რიგებიდან, ბანკს მისი ბიზნესპარტნიორები და სიმამრი მართავდა. ბანკს არ ჰქონდა გახსნილი არცერთი ფილიალი თბილისში და არ გამოშვია არცერთი ცალი პლასტიკური ბარათი. სინამდვილეში, ეს იყო ფულის გათეთრების ჯიხური.
ამის შემდე წამოვიდა პანამიდან დიდძალო შაშავი ფული ამ ბანკში. პანამის დოსიეს გახეთქვის შემდეგ, გამოჩნა, რომ მრავალ კომპანიაში ჰქონდათ გადამალული შავი ფული ივანიშვილს და გავრილოვს.
სანამ საქართველოში დაიწყებდა საქმინობას, გავრილოვი ცნობილი იყო როგორც თურქმენეთის ცენტრალური ბანკიდან 40 მილინი დოლარის მოპარვის ფაქტით 90-იან წლებში და სასჯელიც აქვს მოხდილი. მიუხედავად ამისა, მაინც არ შეეშვას გაიძვერობას და თაღლითობას.
გავრილვს ჰქონდა მოსკოვდი ბანკი, სახელწოდებით фДБ ბანკი. მას ინტენსიური კავშირები ჰქონდა მისივე საკუთრებაში მყოფ ქართულ “პროგრესბანკთან”. ს ცენტალურმა ბანკმა, ფულის ინტენსიური გათეთრების გამო, მოსკოვის ამ ბანკს გაუუქმა ლიცენზია, ხოლო პროკურატურამ დაიწყო სამართლებრივი დევნა. ამ პირის მიერ ჩადენილი დანაშაულები კარგად არის ცნობილი, მაგრამ ერთი ისტორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
ცნიბილი იყო, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ფულის გათეთრების საქმიანობაში მონაწილეობდა ბანკი “რაზვიტიე”, რომელთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა გავრილოვს. ამ ბანკმა 12 მილიონი დოლარი, როგორც აღმოჩნდა შემდეგ, დეპოზიტარებისგან მოპარული, გადარიცხა “პროგრესბანკში” და მერე აორთქქლდა. ალბათ პანამაში ამოჰყო თავის. ეს ამბავი გახმაურებული იყო როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში, მაგრამ საქართველოს ეროვნული ბანკი კრუხივით გადაეფარა და ყველა ინფორმაცია დაგვიმალა, “პროგრესბანის” ლიკვიდაციის შემდეგ.
რა ინფორმაცია გამოქვეყნდა დღეს რუსულ მედიაში, რომელიც მზნამდეც ყოფილა და ყურადღება ვერ მივაქციეთ. ამის მიზეზი “პროგრესბანკის” ლიკვიდაცია გახდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ხოლო ბანკის ნაწილი ამ პროცეში “” ბანკმა შეიძინა.
აღმოჩნდა, რომ ყარაჩაი-ჩერქეზეთის ბანკი “რაზვიტიეც” გავრილოვის ყოფილა და ამ ბანკიდან საქართველოში მის მერე ბანკში, “პროგრესბანკში”, ათეთრებდა ფულს კალაძესთან და ივანიშვილთან ერთად. ამ ბანკსაც ჩამოეთვა ლიცენზია რუსეთში თაღლითობის, სხვისი ქონების მიტაცებისა და ფულის გათეთრების გამო. შეუძლებელია, ეს იმ 12 მილონ დოლარსაც არ ეხებოდეს, რომელიც კლიენტებს მოპარეს და საქართველოს გავლით გადამალეს.
ეს კაცი დღეს ციხეში ზის. გამოვა 2026 წელს. შეუძლებელია რომ ამ საქმემ კვალი არ მიიყვანოს “პროგრესბანკის” აქაურ დამფუძნებლებთან. აქაც ბევრი “კარგი” რამ დახვდებათ.”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ისინი საგანგებო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

პრემიერი – ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა

ირაკლი კობახიძე – მხოლოდ პოლიტიკა, თავისუფლება, მშვიდობა არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი – ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს

ირაკლი კობახიძე – შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ასევე მოგვცემს ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას