,,ივანიშვილისგან პრემია მივიღეთ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ – მადლიერები ვართ”- გიორგი გველესიანი

,,მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავიხადო იმისთვის, რაც მოხდა.” – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა TV იმედთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით ღირსების ორდერი, რომელიც გუნდმა პრეზიდენტისგან მიიღო ძალიან დიდი ჯილდოა.
,,პირველ რიგში, ღირსების ორდენი მივიღეთ და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ჯილდოა. ასევე, ხალხის სიყვარული დავიმსახურეთ, რაც ფასდაუდებელია. აგრეთვე, ბატონი სგან პრემია მივიღეთ და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ – არ მესმის, რა არის აქ აგრესიის საფუძველი. ბიჭები მადლიერები ვართ და ეს ჩვენი მხრიდან საკმაოდ ნორმალური გამოხატულებაა.
პირადად მე არანაირ მხარეს არ წარმოვადგენ და ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ნებისმიერი ნეგატიური სახის განცხადებას ყველანაირად ვემიჯნები, რადგან ჩვენ ერთი გუნდი ვართ, უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძვით, ერთობა და ჰარმონია გვაქვს. არის ძალები, რომლებიც, ალბათ, ამ ჰარმონიის დარღვევასა და რაღაც დებოშის შემოტანას ცდილობენ, რაც არავითარ შემთხვევაში არ გამოუვათ. იმიტომ, რომ ჩვენი ერთიანობა არის წარმატების საწინდარი.” – თქვა გიორგი გველესიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუნდმა ბიძინა ივანიშვილისა და ფონდი ქართუსგან ჯილდოს სახით 30 მილიონი ლარი მიიღო.