იესოს გამოსახულებისთვის სროლის შემდეგ, შვეიცარიელმა პოლიტიკოსმა თანამდებობა დატოვა

შვეიცარიელმა პოლიტიკოსმა, სანია ამეტიმ ლიბერალური „მწვანეთა პარტიის“ ციურიხის ორგანიზაციის ლიდერის პოსტი იმ ფოტოებით გამოწვეული აჟიოტაჟის შემდეგ დატოვა, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორ ესვრის ის პისტოლეტიდან ქრისტიანულ სიწმინდეებს. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ფოტოები სანია ამატიმ მალევე წაშალა და ბოდიში მოიხადა.
„მემარჯვენე „შვეიცარიის სახალხო პარტიის“ ახალგაზრდულმა ფრთამ, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შელახვისთვის, ამეტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა“, – ნათქვამია აღნიშნული პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პოლიტიკურმა მოძრაობა Mass-Voll-მა, რომელიც პანდემიის საწინააღმდეგო ზომების გასაპროტესტებლად, 2021 წელს ნიკოლას რიმოლდის მიერ შეიქმნა, განაცხადა, რომ ამ საკითხზე სარჩელის შეტანას ისიც აპირებს.
მას შემდეგ, რაც შვეიცარიულმა გაზეთმა Blick-მა ამეტის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოები გაავრცელა, 32 წლის პოლიტიკოსს, მის თავზე დატეხილ კრიტიკაზე რეაგირებისთვის, დიდი დრო არ დასჭირვებია, – მან ფოტოები წაშალა. „ეს მას შემდეგ გავაკეთე, რაც გავიგე, რომ ფოტოები რელიგიური შინაარსის იყო“, – დაწერა მან X ვებსაიტზე და ბოდიში მოიხადა.
მისი თქმით, მხატვრული კატალოგი მის ხელთ შემთხვევით აღმოჩნდა და გამოსახულებათა რელიგიური შინაარსისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
კრიტიკის ფონზე, სანია ამერტიმ ლიბერალური „მწვანეთა პარტიის“ ციურიხის ორგანიზაციის ლიდერის პოსტი დატოვა. „პარტია ასევე განიხილავს საკუთარი რიგებიდან მისი გამორიცხვის შესაძლებლობას“, – ნათქვამია შვეიცარიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (SRF) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „მწვანეთა პარტიის“ ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ რიგებში სანია ამეტის შემდგომი ყოფმა „მწვანე ლიბერალების“ რეპუტაციას ზიანს მიაყენებს, რისი თავიდან ასაცილებლად, პარტია ითხოვს, გარიცხვის პროცედურა დაუყოვნებლივ დაიწყოს“.
ამეტის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, სროლაში ვარჯიშის დროს, როგორ ესვრის სპორტული პისტოლეტიდან იესოს და მარიამ ღვთისმშობლის გამოსახულებებს და როგორ აზიანებს მათ.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი