იერუსალიმში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, არის მსხვერპლი

სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაიჭრა იერუსალიმში, რამოტის გზაჯვარედინზე დღეს, 8 სექტემბერს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ორმა შეიარაღებულმა პირმა, რომლებიც მოგვიანებით პოლიციამ მოკლა, ცეცხლი სამგზავრო ავტობუსს გაუხსნა. მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ს ხელისუფლება თავდასხმას ტერაქტად აფასებს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
ფორუმი