იერუსალიმში ტერორისტულ თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 6 სროლისას დაიჭრა

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის განცხადებით, იერუსალიმში ტერორისტული თავდასხმის დროს 24 წლის ქალი და დაახლოებით 70 წლის კაცი მოკლეს, ხოლო, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიჭრა. მანამდე, მედიაში იერუსალიმში სროლის შესახებ ცნობები გავრცელდა.
პოლიციის თქმით, ორი თავდამსხმელი “ადგილზე გაანეიტრალეს”.
ისრაელური მედიის მიხედვით, სროლა ავტობუსის გაჩერებასთან დაიწყო. სასწრაფო დახმარების სამსახურის თქმით, დაჭრილთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
მასალა განახლებადია

ასევე დაგაინტერესებთ