იერუსალიმში, პოლიციასა და ულტრაორთოდოქს ებრაელებს შორის, რომლებიც სამხედრო სამსახურში გაწვევის კანონს აპროტესტებდნენ, შეტაკება მოხდა

ათასობით ულტრაორთოდოქსმა ებრაელმა იერუსალიმში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც, მათ სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ.
მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა.
ს პოლიციამ განაცხადა, რომ მომიტინგეებმა ქვები დაუშინეს და თავს დაესხნენ ულტრაორთოდოქსი მინისტრის ავტომობილს. საპასუხოდ, პოლიციამ, მათ დასაშლელად, წყლის ჭავლი გამოიყენა.
ისრაელში ებრაელი მამაკაცებისა და ქალების უმეტესობისთვის სამხედრო სამსახურის გავლა სავალდებულოა, მაგრამ შეთანხმებების თანახმად, ულტრაორთოდოქსი მამაკაცები სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდებოდნენ. რამდენიმე დღის წინ, ს უზენაესმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისრაელის მთავრობას ულტრაორთოდოქსი იეშივა სტუდენტების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს და ულტრაორთოდოქსმა მამაკაცებმა სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის