იენს სტოლტენბერგმა ამერიკელ კონგრესმენებთან უკრაინის დახმარების საკითხი განიხილა

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ვაშინგტონში -ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს და კონგრესის სხვა წევრებს შეხვდა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილა, – ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზეა განთავსებული.
სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ეს მხარდაჭერა უკრაინის გადარჩენისა და ევროპის სტაბილურობისთვის გადამწყვეტია.
„გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძლიერი ნატო შეერთებული შტატების სტრატეგიულ ინტერესებში შედის და რომ ნატოს მეშვეობით -ს უფრო მეტი მეგობარი და მოკავშირე ჰყავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციური ალიანსის განცხადება: ვულოცავთ უნგრელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ლიდერობით პარტია “ტისას” გამარჯვებას, რაც ცალსახად არის უნგრელი ხალხის მკაფიო და მტკიცე არჩევანი დემოკრატიის მხარდასაჭერად