იენს სტოლტენბერგი – შოკირებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის მკვლელობის მცდელობით – ჩვენს დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის

შოკირებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის მკვლელობის მცდელობით, ვგმობ ამ თავდასხმას, – ასე ეხმაურება ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი -ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას.
„შოკირებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის ტრამპის მკვლელობის მცდელობით. მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ჩემი ფიქრები დაზარალებულებთანაა. ვგმობ ამ თავდასხმას. ჩვენს დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის. ნატო-ს მოკავშირეები ერთად დგანან ჩვენი თავისუფლებისა და ღირებულებების დასაცავად“, – წერს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ