იენს სტოლტენბერგი – შვედეთის ალიანსში გაწევრიანება აჩვენებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის სტრატეგია ჩავარდა – უკრაინა ნატო-ს წევრობასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შვედეთის ალიანსში გაწევრიანება აჩვენებს, რომ ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის სტრატეგიაში, შეესუსტებინა ქვეყანა, მარცხი განიცადა. „კრემლის შეჭრამ არა მხოლოდ აიძულა ყოფილი არაწევრი ქვეყნები, შვედეთი და ფინეთი ნატო-ს თავდაცვის ქოლგის ქვეშ მოქცეულიყვნენ, არამედ ახლა ნატო-ს წევრობასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, პუტინს სურდა ნაკლები ნატო მის საზღვრებთან და მეტი კონტროლი მეზობელ ქვეყნებზე, მაგრამ მარცხი განიცადა.
„როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა ორი წლის წინ სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, მას სურდა ნაკლები ნატო მის საზღვრებთან და მეტი კონტროლი მეზობლებზე. მას სურდა უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს განადგურება, მაგრამ მარცხი განიცადა“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა განცხადება ბრიუსელში გააკეთა, სადაც ნატო-ს შტაბ-ბინის წინ შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონია უნდა გაიმართოს. შვედეთი 7 მარტს, ალიანსის 32-ე წევრი ქვეყანა ოფიციალურად გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას