იენს სტოლტენბერგი უნგრეთს ეწვევა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უნგრეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსპიკერი, ფარა დახლალა ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, 12 ივნისს, იენს სტოლტენბერგი ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდება.
ნატო-ს გენერალური მდივანი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის გამო, უნგრეთი ნატო-ში წევრობის სტატუსის „გადახედვაზე“ მუშაობს, რათა ალიანსის ტერიტორიის გარეთ მომავალ ოპერაციებში მონაწილეობა თავიდან აიცილოს.

ასევე დაგაინტერესებთ