იენს სტოლტენბერგი – უნგრეთმა თავიდანვე განაცხადა, რომ უკრაინას ლეტალურ დახმარებას არ გადასცემდა – ჩვენ ფართო შეთანხმება გვაქვს, რომ უკრაინას იარაღი უნდა მივაწოდოთ

უნგრეთმა თავიდანვე განაცხადა, რომ ს ლეტალურ დახმარებას არ გადასცემდა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
კითხვაზე, ღელავს თუ არა იმის გამო, რომ ვიქტორ ორბანთან შეთანხმების შემდეგ, უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების აღმოჩენაზე, უნგრეთის მსგავსად, ალიანსის სხვა სახელმწიფოებიც უარს იტყვიან, იენს სტოლტენბერგმა უარყოფითი პასუხი გასცა.
„არა, რადგან ჩვენ ფართო შეთანხმება გვაქვს, რომ უკრაინას იარაღი უნდა მივაწოდოთ და ეს უკვე მრავალი წელია არსებობს, განსაკუთრებით ს შეჭრის დაწყების შემდეგ. უნგრეთმა თავიდანვე განაცხადა, რომ უკრაინას ლეტალურ დახმარებას არ გადასცემდა, მაგრამ ნატო-ს წევრი ყველა სხვა ქვეყანა ამას ორმხრივ საფუძველზე ან -ის ხელმძღვანელობით მოქმედ საკონტაქტო ჯგუფის მეშვეობით აკეთებს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
შეგახსენებთ, გუშინ, იენს სტოლტენბერგმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უნგრეთი ალიანსის მიერ უკრაინის დახმარებას არ დაბლოკავს, მაგრამ უნგრეთის მთავრობა უკრაინის დასახმარებლად პერსონალს ან ფინანსებს არ გამოყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე – ეს არის პოლიტიკური დემარში – აშშ-მ ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს – მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული