იენს სტოლტენბერგი – უკრაინას კარგ და ცუდ დროსაც უნდა ვუჭერდეთ მხარს

უკრაინას კარგ და ცუდ დროსაც უნდა ვუჭერდეთ მხარს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვების შემთხვევაში ს ტრაგედია ელის, მაგრამ ეს ჩვენთვისაც სახიფათო იქნება. ამიტომ ჩვენს საკუთარ ინტერესებშია, რომ უკრაინამ გაძლოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ „ცუდი ამბებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“, ხოლო მოკავშირეებმა უკრაინისთვის დახმარებაზე უარი არ უნდა თქვან.
„ჩვენ ასევე ცუდი ამბებისთვის უნდა ვიყოთ მზად. ომის მსვლელობა არა მუდმივი, არამედ ცვალებადი პროცესია. უკრაინას კარგ და ცუდ დროსაც უნდა ვუჭერდეთ მხარს. ახლანდელი ომი – დაღლამდე ომია, ეფექტიანობისთვის ბრძოლაა, ლოგისტიკისთვის ბრძოლაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს