იენს სტოლტენბერგი – უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი ნატო-ს ახალი სამეთაურო ცენტრი მუშაობას სექტემბრიდან დაიწყებს

უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი ნატო-ს ახალი სამეთაურო ცენტრი მუშაობას სექტემბრიდან დაიწყებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დიდ ბრიტანეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ სამეთაურო ცენტრი სექტემბერში ამოქმედდება. მისია 700 ადამიანისგან შედგება, რომელსაც სამვარსკვლავიანი გენერალი უხელმძღვანელებს. ის ს უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერასა და დახმარებას აღმოუჩენს, ასევე, ნატო-ს მოკავშირეების ძალისხმევას კოორდინაციას გაუწევს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, გერმანიაში, ვისბადენში, ნატო-ს ახალი მისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონში გამართულ სამიტზე მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ