იენს სტოლტენბერგი: უკრაინას F-16-ების გამოყენებით თავდაცვის უფლება აქვს

როდესაც მიიღებს დასავლურ F-16 გამანადგურებლებს, მას ექნება უფლება, დაარტყას სამხედრო ობიექტებს ს ფედერაციაში და მის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში შეკითხვაზე, როდის შეძლებს უკრაინა F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების განლაგებას, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ ამის თქმა შეუძლებელია.

მისი თქმით, უკრაინის მოკავშირეებს სურთ, რომ თვითმფრინავები უკრაინაში რაც შეიძლება მალე გაიგზავნოს, მაგრამ განმარტა, რომ F-16-ების ეფექტი უფრო ძლიერი იქნება, თუ მფრინავები, ტექნიკური მომსახურების ეკიპაჟები და სხვა დამხმარე პერსონალი კარგად მომზადებული იქნებიან.

„ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სამხედრო ექსპერტებს, თუ ზუსტად როდის ვიქნებით მზად ან როდის იქნებიან მოკავშირეები მზად F-16-ების გაგზავნისა და მიწოდების დასაწყებად. რაც მალე მით უკეთესი“ – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ თითოეულმა მოკავშირემ თავად უნდა გადაწყვიტოს, მიაწოდოს თუ არა F-16 უკრაინას და მოკავშირეებს განსხვავებული პოლიტიკა აქვთ.

ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და კიევს აქვს თავდაცვის უფლება, მათ შორის, რუსეთის ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე ქვეყნის გარეთ დარტყმის ჩათვლით..

ასევე დაგაინტერესებთ