იენს სტოლტენბერგი – უახლოეს მომავალში საქართველოს ვეწვევი

საქართველოს უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი პარტნიორობა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დღეს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ღრმად გვჯერა, საქართველოს, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას და ზოგადად, ყველა ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი პარტნიორობა. ჩემი გზავნილი საქართველოსადმი არის, რა თქმა უნდა, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია და რომ ნატო ეფუძნება ისეთ ძირითად ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს”, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება