იენს სტოლტენბერგი საქართველოს ეწვევა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვევა. ეს განცხადება მან დღეს გააკეთა.
„საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ღრმად გვჯერა, საქართველოს, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ჩვენი პარტნიორობის სამომავლო გაძლიერებისთვის, ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი. ჩემი გზავნილი საქართველოსადმი არის რეფორმები, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ნატო დაფუძნებულია ღირებულებებზე – დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საუდის არაბეთისთვის ძალიან შთამბეჭდავია საქართველოს ეკონომიკური პროგრესი და აქვთ დიდი ინტერესი, განახორციელონ ინვესტიციები ჩვენი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში“ – ლევან დავითაშვილი