იენს სტოლტენბერგი – რუსეთის მხრიდან ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის გარდაუვალ საფრთხეს ვერ ვხედავთ

რუსეთის მხრიდან ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის გარდაუვალ საფრთხეს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრე სტუბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, როდესაც ში საბრძოლო მოქმედებები დასრულდება, ისინი ძალების აღდგენას შეძლებენ. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის გარდაუვალ საფრთხეს ვხედავთ, იმიტომ, რომ ნატო მსოფლიო სამხედრო ძალის 50%-ს წარმოადგენს. ნატო ყველაზე ძლიერი ალიანსია, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალაა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ფინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზას მისთვის მომზადება წარმოადგენს.
„მაგრამ იდეა, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც ა, როგორმე მსოფლიოში ყველაზე დიდ სამხედრო ალიანსს თავს დაესხმება ან დააშინებს, მე უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია“, – აღნიშნა ალექსანდრე სტუბმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება