იენს სტოლტენბერგი პოლონეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდების იდეაზე – ნატო კონფლიქტში არ ჩაერთვება

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის ეწინააღმდეგება პოლონეთს საჰაერო თავდაცვის გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად, – სტოლტენბერგმა ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში გასულ ინტერვიუში განაცხადა.
ნატო-ს გენერალურ მდივანს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა პოლონეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მისი მიმართულებით მფრინავი რაკეტების ჩამოგდების იდეაზე.
„ნატო მხარს დაუჭერს ს და ჩვენ ახლა გავზარდეთ მხარდაჭერა, მაგრამ ნატო-ს პოლიტიკა უცვლელი რჩება – ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ კონფლიქტში. ჩვენ არ გავხდებით კონფლიქტის ნაწილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსული თვითმფრინავების განადგურებაში, მაგრამ ნატო პირდაპირ არ ჩაერთვება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მან დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ „უკრაინას აგრესორი ქვეყნის, ს ტერიტორიაზე ლეგიტიმურ სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის უფლება აქვს“.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, სხვადასხვა ქვეყანამ შემოიღო სხვადასხვა შეზღუდვები იმ იარაღის გამოყენებაზე, რომელსაც ისინი უკრაინას გადასცემენ. ამასთან, ის მიესალმა -ის ნებართვას ამერიკული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს დარტყმის განხორციელების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით