იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრი გახდა – Reuters

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.
“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემი ქვეყნის დახმარება ასეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპზე მთხოვეს. ფრთხილად გავითვალისწინე ახლანდელი დაბრკოლებები, რომლებსაც ვაწყდებით, და გადავწყვიტე, რომ პრემიერმინისტრ შთიორეს მოთხოვნას დავთანხმდე და მის ფინანსთა მინისტრად ვიმსახურო”. – თქვა სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პრესრელიზის თანახმად,
სტოლტენბერგმა ასევე დაადასტურა, რომ დროებით მიუნიხის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელის თანამდებობას დატოვებს და დაუბრუნდება, როდესაც მინისტრი აღარ იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენთან მოქმედებს გამართული, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების სისტემა, ის ფაქტი, რომ ევროკომისიის ანგარიშის თანახმადვე ვუსწრებთ ევროკავშირის 10-მდე ქვეყანას, ყველაფერზე მეტყველებს – ირაკლი კობახიძე