იენს სტოლტენბერგი – ნატო 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების საარტილერიო საბრძოლო მასალას შეიძენს – ს ომი ში საბრძოლო მასალისთვის ბრძოლად იქცა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა საკუთარი მარაგები შეავსონ

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ალიანსის მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს (NSPA) გენერალურმა მენეჯერმა, სტეისი კამინგსმა დაახლოებით 220 000 ერთეული 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვის შესაძენად 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს.
„ჩვენ ახლახან გავაფორმეთ 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები ასობით ათასი 155 მილიმეტრიანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად. ს ომი ში იქცა ბრძოლად საბრძოლო მასალისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა საკუთარი მარაგები შეავსონ, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა ხელმოწერის ცერემონიალზე.
ნატო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ნატო-ს ლიდერები 2023 წლის ივლისში ალიანსის თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ, ნატო-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ კონტრაქტები დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალის შესყიდვაზე გააფორმა. შესყიდვები მოიცავს 5.5 მილიარდი აშშ დოლარის კონტრაქტს Patriot-ის 1 000 რაკეტის შესაძენად, 4 მილიარდ აშშ დოლარს 155 მმ-იანი არტილერიისთვის, ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტებისთვის და სატანკო საბრძოლო მასალისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი