იენს სტოლტენბერგი – ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ

ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
„შეხვედრაზე ჩვენ უკრაინის პრიორიტეტული რეფორმების შესახებ რეკომენდაციებზე შევთანხმდებით, ხოლო ჩვენ ნატოში გაწევრიანების გზაზე კიევის მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, მოკავშირეები თანხმდებიან იმაზე, რომ მომავალში ნატოს წევრი გახდება და ხაზი გაუსვა იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც წევრი ქვეყნები უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის ფონზე უწევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?