იენს სტოლტენბერგი – ნატო-ს მოკავშირეებმა ს ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნან

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს მოკავშირეებმა ს ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნან.
„მოვიდა დრო, რომ მოკავშირეებმა გარკვეული შეზღუდვების მოხსნა განიხილონ, რომლებიც მათ ს მიწოდებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით დაუწესეს. განსაკუთრებით ახლა, როცა ხარკოვის ოლქში, საზღვართან ახლოს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ლეგიტიმური სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების აკრძალვა უკრაინისთვის თავდაცვას ძალიან ართულებს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ზოგიერთმა მოკავშირემ შეზღუდვები უკვე გააუქმა და იმედი გამოთქვა, რომ მალე მათ სხვებიც შეუერთდებიან.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომია. ს საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს. ეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნე ობიექტებზე დარტყმასაც გულისხმობს“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.