იენს სტოლტენბერგი – ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნან

იენს სტოლტენბერგი – ნატო-ს მოკავშირეებმა ს ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნან
იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნან.
„მოვიდა დრო, რომ მოკავშირეებმა გარკვეული შეზღუდვების მოხსნა განიხილონ, რომლებიც მათ ს მიწოდებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით დაუწესეს. განსაკუთრებით ახლა, როცა ხარკოვის ოლქში, საზღვართან ახლოს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ლეგიტიმური სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების აკრძალვა უკრაინისთვის თავდაცვას ძალიან ართულებს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ზოგიერთმა მოკავშირემ შეზღუდვები უკვე გააუქმა და იმედი გამოთქვა, რომ მალე მათ სხვებიც შეუერთდებიან.
„უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომია. უკრაინას საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს. ეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნე ობიექტებზე დარტყმასაც გულისხმობს“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?