იენს სტოლტენბერგი – მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას და იმედს გამოვთქვამ, რომ თბილისი გაზრდის რეფორმების განხორციელების ტემპსა და მასშტაბს

სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი კობახიძის მასპინძლობა ნატო-ს შტაბ-ბინაში, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი “ტვიტერზე” წერს.
როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, საქართველო ნატო-ს ფასეული პარტნიორია.
„სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ ირაკლი კობახიძის მასპინძლობა ნატო-ს შტაბ-ბინაში. საქართველო ჩვენი ფასეული პარტნიორია და სრულად ვუჭერთ მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
მივესალმები უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას და იმედს გამოვთქვამ, რომ ოფიციალური თბილისი გაზრდის რეფორმების განხორციელების ტემპსა და მასშტაბს ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი გაწევრიანების გზაზე”, – აღნიშნავს იენს სტოლტენბერგი.