იენს სტოლტენბერგი მიესალმება თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებაზე

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს.
სტოლტენბერგმა ელოდება, რომ შვედეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირების პროცედურას უნგრეთი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულებს.
„ვილნიუსში NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ მოიწვიონ შვედეთი ალიანსში და შვედეთმა შეასრულა თავისი ვალდებულებები. შვედეთის წევრობა NATO-ს უფრო ძლიერსა და უფრო უსაფრთხოს გახდის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი გუშინ დაუჭირა. ახლა უნგრეთი იქნება ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება.

ასევე დაგაინტერესებთ