იენს სტოლტენბერგი – მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება

მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება, – ამის შესახებ ნატოს მიმდინარე გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გამოცემა DPA-სთან ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, ის კმაყოფილია, რომ ნატო-მ შეძლო ალიანსის შემდეგი გენერალური მდივნის კანდიდატურის თაობაზე შეთანხმების მიღწევა.
“მარკ რუტე ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი იქნება. უკვე ბევრი წელია ვიცნობ მას. მთელი ამ წლების განმავლობაში ის კონსენსუსის მიღწევისადმი თავის შესაძლებლობას აჩვენებდა, რომელსაც ის ნატო-ში მოიტანს,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მოქმედი გენერალური მდივნის თქმით, ის არ ელოდა, რომ მისი ამ თანამდებობაზე ყოფნა ათ წელს გაგრძელდებოდა.
“მაგრამ ახლა წასვლის დრო მოვიდა, და ამიტომ ეს კარგია ნატო-სთვის და კარგია ჩემთვის,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის, ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ოფიციალურად 2024 წლის 1-ელ ოქტომბერს გახდება, როდესაც სტოლტენბერგის მანდატი ამოიწურება.

ასევე დაგაინტერესებთ