იენს სტოლტენბერგის ათწლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო სირთულეებს, თუმცა მისი ლიდერობით ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად

იენს სტოლტენბერგის ათწლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო სირთულეებს, თუმცა მისი ლიდერობით ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად
ძალიან დიდი პატივია საქართველოში თქვენი მასპინძლობა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის, ჩვენი ქვეყნის მიმართ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.
პრემიერის თქმით, ნატო კვლავ რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად.
„ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი ათწლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს, თუმცა თქვენი ლიდერობით მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად“, – განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო მადლიერია ნატო-ს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო.
„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ასევე ინტეგრაციის პროცესი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო ნატო-ს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის სრულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
Next: საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი, რომლის მეტსახელი სახელფასო უწყისში იყო ანიტა, 5 000 ლარს იღებდა ყოველთვიურად დღემდე კონკრეტული წყაროდან, რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში, ყოველთვიურ დაფინანსებას იღებს ნოდარ მელაძეც

არ არის სწორი ქართველი ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ვფიქრობ, კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს

პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ჩვენ ოთხივე პარტიასთან დაკავშირებით მივმართავთ, იმიტომ, რომ ოთხივე პარტია არის ერთი პოლიტიკური ძალა