გაეროს განცხადებით, იემენელმა ჰუთებმა კვირას გაეროს შენობაში ჩატარებული რეიდების დროს სულ მცირე 11 თანამშრომელი დააკავეს.
ისრაელის მიერ მათი პრემიერმინისტრის მოკვლის შემდეგ მეამბოხეებმა არაერთი პირი დააპატიმრეს.
ჰუთებმა რეიდების შესახებ კომენტარი არ გააკეთეს.
იემენში გაეროს წარმომადგენელმა, ჰანს გრუნდბერგმა მკაცრად დაგმო მომხდარი:„ მკაცრად ვგმობ გაეროს პერსონალის თვითნებური დაკავებების ახალ ტალღას სანასა და ჰოდეიდაში… ასევე გაეროს შენობაში იძულებით შესვლას და გაეროს ქონების ჩამორთმევას“.
მან მოითხოვა დაკავებულების „დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ გათავისუფლება და დასძინა, რომ ჰუთებს უკვე ჰყავდათ დაკავებული გაეროს 23 თანამშრომელი, რომელთაგან ზოგიერთი, 2021 და 2023 წლიდანაა პატიმრობაში. იანვარში ჰუთებმა გაეროს რვა თანამშრომელი დააკავეს.
ისინი ქმედებას ახსნიან იმით, რომ 2024 წლის ივნისში განხორციელებული დაპატიმრებები მოიცავდა „ამერიკულ-ისრაელის ჯაშუშურ ქსელს“, რომელიც ჰუმანიტარული ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედებდა. ეს ბრალდება გაერომ კატეგორიულად უარყო.
კვირას, უფრო ადრე, მსოფლიო სასურსათო პროგრამამ განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავეს ამბოხებულების დედაქალაქ სანაში.
სანაში უსაფრთხოების წყარომ AFP-ს განუცხადა, რომ კვირას, მათ ოფისებში დარბევის შემდეგ, დააკავეს WFP-ის შვიდი თანამშრომელი და UNICEF-ის სამი თანამშრომელი.
ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა იემენში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისი მოიტანა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული.
30 აგვისტოს, იემენის უსაფრთხოების წყარომ AFP-ს განუცხადა, რომ ჰუთების ხელისუფლებამ სანასა და სხვა რაიონებში ათობით ადამიანი დააკავა „ისრაელთან თანამშრომლობის ეჭვის საფუძველზე“. ეს მოჰყვა ისრაელის მიერ 29 აგვისტოს განხორციელებული დარტყმას, რომელსაც ემსხვერპლა ჰუთების პრემიერმინისტრი, აჰმედ ღალებ ნასერ ალ-რაჰავი, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად
ფორუმი