იემენის ჰუსიტებმა გაავრცელეს დრონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს როგორ გაიტაცეს წითელ ზღვაში შეიარაღებულმა პირებმა სატვირთო გემი, რომელსაც ისრაელთან აკავშირებენ

იემენის ჰუსიტებმა გაავრცელეს დრონით გადაღებული კადრები, სადაც ჩანს როგორ გაიტაცეს წითელ ზღვაში შეიარაღებულმა პირებმა სატვირთო გემი, რომელსაც ისრაელთან აკავშირებენ.
ჰუსიტების ინფორმაციით, გემის ეკიპაჟის ყველა წევრს ჰუმანურად ეპყრობიან და გემი ამჟამად იემენის სანაპიროზეა, თუმცა ზუსტ ლოკაციას არ ასაჯაროვებენ.
მეამბოხეების განცხადებით, ყველა ის გემი, რომელიც ისრაელთან არის დაკავშირებული, შეიარაღებული ძალების “ლეგიტიმურ სამიზნედ” იქცევა, სანამ არ შეჩერდება აგრესია ღაზის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ ისრალეის განცხადებით, გატაცებული გემი ბრიტანეთის საკუთრებაა, რომელსაც იაპონიური კომპანია მართავდა, მის ბორტზე კი ისრაელის მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში