იემენის სანაპიროსთან ტანკერი გაიტაცეს, ბორტზე საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა

იემენის სანაპიროსთან თავდამსხმელებმა ისრაელთან დაკავშირებული ტანკერი გაიტაცეს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Associated Press-ი წერს. ბოლო დღეებში ეს რიგით მესამე საზღვაო თავდასხმაა, რომელიც რეგიონში განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებული ხომალდი ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავდა და გემების მენეჯმენტის საერთაშორისო კომპანია Zodiac Maritime-ს ეკუთვნოდა. გემი ადენის ყურეში გაიტაცეს.
კომპანიის განცხადებით, “ჩვენი პრიორიტეტი ბორტზე მყოფი 22 ეკიპაჟის წევრის უსაფრთხოებაა.” Zodiac Maritime-ის თქმით, ეკიპაჟის წევრებს შორის ქართველი, ვიეტნამელი, ბულგარელი, ინდოელი, ფილიპინელი და რუსი მოქალაქეები არიან. ხომალდს ფოსფორული მჟავა გადაჰქონდა.
ბორტზე მყოფი ქართველის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
Zodiac Maritime-ის კომპანიის სათაო ოფისიც ლონდონშია და მისი მფლობელი ისრაელში დაბადებული მილიარდერი ეიალ ოფერია.
19 ნოემბერს იემენში ირანიდან მართულმა ჰუსიტების შეიარაღებულმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ ს დროშის ქვეშ მცურავი ან ისრაელური კომპანიის მფლობელობაში არსებული ნებისმიერი ხომალდი მათი სამიზნე გახდებოდა. ამავე დღეს იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში სატვირთო ხომალდი Galaxy Leader-ი გაიტაცეს.
მასალა განახლებადია