იემენის ოფიციალური პირები: აშშ-მ იემენს სთხოვა, “ღაზის საერთაშორისო ძალებს” შეუერთდეს

შეერთებულმა შტატებმა, პრეზიდენტ ს სამშვიდობო გეგმის ფარგლებში, იემენს მიმართა ღაზაში განლაგებულ საერთაშორისო ძალებში ჩართვის საკითხზე, – ამის შესახებ AFP-ს იემენის მთავრობის ხუთმა წყარომ, მათ შორის მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს.
გაერომ ამ კვირაში ტრამპის სამშვიდობო გეგმა მიიღო, თუმცა მის განხორციელებას სერიოზული დაბრკოლებები ახლავს, რადგან არაბული და მუსლიმური ქვეყნები ყოყმანობენ თავიანთ მონაწილეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებში (ISF), რომლებსაც შეიძლება შეტაკება მოუხდეთ პალესტინელ მებრძოლებთან.
იემენის მთავრობას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, განაცხადეს წყაროებმა, მათ შორის იემენელმა მაღალი რანგის დიპლომატმა, ოფიციალურმა სამხედრო პირმა და საპრეზიდენტო მმართველობის საბჭოს წარმომადგენელმა. მათ ვინაობა არ გაუმხელიათ.
საპრეზიდენტო საბჭოს წყარომ და იემენელმა დიპლომატმა განაცხადეს, რომ ძალებში ნებისმიერი წვლილი, ძირითადად, სიმბოლური იქნება.
მაღალი რანგის ერთ-ერთმა ოფიციალურმა სამხედრო პირმა თქვა, რომ იემენის „საერთაშორისო ძალებში მონაწილეობა განხილული იქნა ამერიკელებთან ერთად, თუმცა ჩვენ ჯერ არ მიგვიღია ოფიციალური მოთხოვნა“ ძალებში გაწევრიანების შესახებ.
ჰამასი ეწინააღმდეგება ამ ძალის შექმნას. მის მოკავშირე ჰუთებს, სავარაუდოდ, განარისხებს იემენის მონაწილეობა ამ ძალებში.

იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა დიდწილად დაშლილი და დასუსტებულია. ის 2014 წელს დედაქალაქ სანაადან გააძევეს ამბოხებულმა ჰუთებმა, რომლებიც ამჟამად იემენის დასახლებული პუნქტების უმეტესობას აკონტროლებენ.
2023 წლის შემოდგომის შემდეგ იემენელი ჰუთები პერიოდულად დარტყმებს ახორციელებენ ისრაელზე, ასევე წითელ ზღვაში თავს ესხმიან ხომალდებს, რომლებიც ს პორტებისკენ მიემართებიან ან რაიმე აკავშირებთ ამ სახელმწიფოსთან.
ჰუთები აცხადებენ, რომ ამ ნაბიჯებს დგამენ პალესტინელებთან სოლიდარობის ნიშნად. ს სამხედრო თვითმფრინავებმა არაერთხელ განახორციელეს დარტყმები იემენში განთავსებულ სამიზნეებზე, მათ შორის პორტებზე, ნავთობის საწყობებსა და საბრძოლო ობიექტებზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ