იემენის მთავრობის ინფორმაციით, -დიდი ბრიტანეთის კოალიციის მიერ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

აშშ-დიდი ბრიტანეთის კოალიციის მიერ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა ავრცელებს.
იემენის მთავრობის ცნობით, -მა და დიდმა ბრიტანეთმა „ჰუსიტების“ ობიექტებს დასავლეთ იემენის საპორტო ქალაქებსა და სხვა პატარა ქალაქებში დაარტყეს.
„ჰუსიტების“ სატელევიზიო არხი Al Masirah აცხადებს, რომ სულ მცირე 17 საჰაერო დარტყმა განხორციელდა, მათ შორის მთავარ საპორტო ქალაქ ჰოდეიდასა და რას-ისას პორტში.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, იემენელმა „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, თუმცა „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად გემი „პინოქიო“ არ დაზიანებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა