იემენიდან ჰუსიტებმა ნორვეგიულ ტანკერს რაკეტა ესროლეს

ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი იემენიდან გასროლილი ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა ნორვეგიულ ტანკერ Strinda-ს მოხვდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო -ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გემი დაზიანდა და მასზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაზიანებული ტანკერის დასახმარებლად ადგილზე ამერიკული გამანადგურებელი USS Mason მივიდა.
ინციდენტი ბაბ ელ-მანდების სრუტის ჩრდილოეთით დაახლოებით 111 კმ-ის დაშორებით მოხდა, რომელიც წითელ ზღვას ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს.
7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ჰუსიტებმა სავაჭრო გემებზე დრონებისა და რაკეტების გამოყენებით თავდასხმები დაიწყეს. რამდენიმე დღის წინ მათ განაცხადეს, რომ თავს დაესხმიან ყველა გემს, რომელიც ისრაელში მიემგზავრება, მიუხედავად იმისა, თუ ვის ეკუთვნის ისინი. ჯერჯერობით უცნობია, მიემართებოდა თუ არა ტანკერი Strinda ისრაელის პორტისკენ და აქვს თუ არა მას კავშირი ისრაელთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)