იემენელმა ჰუსიტებმა ისრაელის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. მათი თქმით, სარაკეტო თავდასხმების სამიზნე ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქი ეილათია.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ იემენიდან ეილათის მიმართულებით გასროლილი ბალისტიკური რაკეტები Arrow 3-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის საშუალებით ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ განეიტრალდა.
Arrow 3-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა ბალისტიკური რაკეტების გასანეიტრალებლადაა შექმნილი, სანამ ისინი ჯერ კიდევ ატმოსფეროს ზედა შრეებში არიან.