პარასკევს წითელ ზღვაში ორი სატვირთო გემი დაიბომბა იემენის მხრიდან. საზღვაო უწყების თანახმად, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდ გემ ალ ჯასრას, რომელიც საბერძნეთიდან სინგაპურში მიემართებოდა, თავს დაესხნენ ან უპილოტო თვითმფრინავით, ან ბალისტიკურ რაკეტით. გემზე ხანძარი გაჩნდა, სულ მცირე ერთი კონტეინერი წყალში ჩავარდა.
მოგვიანებით, კიდევ ერთი რაკეტა მოხვდა სხვა კონტეინერმზიდ გემ- MSC Palatium III-ს, რომელიც ასევე ლიბერიის დროშის ქვეშ, მოზამბიკიდან საუდის არაბეთისკენ მიემართებოდა. რაკეტის მოხვედრამ იქაც გააჩინა ხანძარი, რომელიც მალე ჩააქრეს. დაზიანებები არ დაფიქსირებულა.
თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. თუმცა, ისინი ჩრდილოეთ განხორციელდა იემენის ტერიტორიიდან , რომელსაც იემენელი ჰუტები რადიკალური ჯგუფი, ანსარ ალლაჰი აკონტროლებს. მანამდე ჰუთებმა განაცხადეს, რომ ისინი მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში ისრაელის წინააღმდეგ და თავს დაესხმიან ნებისმიერ გემს, რომელიც ისრაელს ეკუთვნის და ამქვეყნისკენ უჭირავს გეზი.
შეიარაღებულმა ჰუთებმა იემენის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყება 2004 წელს დაიწყეს და დაახლოებით ათი წლის შემდეგ ხელში ჩაიგდეს დედაქალაქი სანა. ირანის მსგავსად, ეს დაჯგუფება ისრაელს მტრად მიიჩნევს.
მანამდე 20 ნოემბერს ირანის მხარდაჭერით იემენში მოქმედი ჰუთი მეამბოხეების შეიარაღებულმა დაჯგუფებამ წითელ ზღვაში დაატყვევა სატვირთო გემი Galaxy Leader-ი.