იდენტიფიცირებულია ე.წ. ტიტუშკა რომელიც “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის თანამონაწილეა

იდენტიფიცირებულია ე.წ. ტიტუშკა რომელიც “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის თანამონაწილეა. 38 წლის დავით ენუქიძე გუშინ რუსთაველის გამზირზე იმ მოძალადესთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ნანუკა ქაჯაიას და ნიკო კოკაიას პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ.
არაოფიციალური ინფორმაციით, ენუქიძე პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია.
ძალადობრივი დაჯგუფების სავარაუდო წევრი ვერ უარყოფს, რომ გუშინ აქციაზე იმყოფებოდა, თუმცა გამომკითხეს თუ არა დანაშაულის ფაქტებზე კითხვას ვერ პასუხობს.
“პირველების“ მოპოვებული ვიდეო მასალით დგინდება, რომ მას შემდეგ, რაც თავდამსხმელი ჟურნალისტის მიერ პოლიციელებისთვის დასმული კითხვების შემდეგ, საჩვენებლად დააკავეს და პოლიციის მანქანით წაიყვანეს, პარლამენტის უკან მდებარე ქუჩაზე ჩამოსვეს. ერთ-ერთი პირი, ვინც პოლიციელის და თავდამსხმელის საუბარი მოისმინა, კონფიდენციალურად “პირველებს“ უყვება, რომ ესმოდა სამართალდამცველების კითხვა – “რატომ გაშიფრე”
შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს, ამ დროისთვის დაუდგენელი პირი “ტვ პირველის“ პიდაპირი ჩართვის ჩაშლას ცდილობდა, ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდა და იგინებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ