იდენტიფიცირებულები არიან პირები, რომლებიც პარლამენტთან შეკრებილ აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

როგორც აქტივისტები “TV პირველს” აწვდიან ინფორმაციას, პირები, რომლებიც დღეს დილით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, საჯარო მოხელეები არიან. 

როგორც სამოქალაქო აქტივისტები “პირველებთან” ამბობენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ თავს ის ადამიანები დაესხნენ, ვინც მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან აქციის მიმდინარეობისას პროტესტის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 

მოქალაქეების თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელი ზაზა ნიშნიანიძეა. არაოფიციალური ინფორმაციით, ის გამგეობაშია დასაქმებული.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ პოლიციამ დააკავა სამოქალაქო აქტივისტი, შაკო ბაღდოშვილი. აქტივისტების თქმით, იმის ნაცვლად, რომ პოლიციას 9 აპრილის მემორიალთან გამოგზავნილი ტიტუშკები დაეჭირა, ხელბორკილები იმ ადამიანს დაადეს, რომელსაც პროვოკაცია მოუწყვეს. მათივე განცხადებით, დაკავებამდე შაკო ბაღდოშვილს უცნობმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ

მეუფე შიო: შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენი ხალხის ის მანკიერებები, ის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, იმისთვის რომ მოგვეცეს წყალობა ღვთის და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას