“იდეალურად ვერ ვთამაშობთ, საკუთარი თავის მეტად უნდა ვირწმუნოთ”- ამორიმი “რეინჯერსთან” გამარჯვების შემდეგ

ევროპალიგის მორიგ ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “რეინჯერსი 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ “მანკუნიანელთა” მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“კარგად ვითამაშეთ, ბურთით მშვენივრად ვმოქმედებდით. შესანიშნავად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ კონტროლი დავკარგეთ და შეცდომებიც დავუშვით. მიუხედავად ამისა, ბიჭებმა ხასიათი აჩვენეს და სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალეს.
იდეალურად ვერ ვთამაშობთ, მაგრამ “ბრაიტონთან” (1:3) მარცხის შემდეგ ეს აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია. ვფიქრობ, ჩემი ფეხბურთელები მომენტებში უფრო მშვიდად უნდა იყვნენ და საკუთარი თავების ირწმუნონ”, – განაცხადა ამორიმმა.
შეგახსენებთ, “იუნაიტედი” ევროპალიგის სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.