იგორ ნარმანია – 17 დღეში ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი დასრულდება

17 დღეში ს რუსული რეჟიმი აუცილებლად დასრულდება , – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ განაცხადა.
როგორც ნარმანიამ ისნისა და სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აღნიშნა, ამასთაბ, 17 დღეში საქართველოში დასრულდება ნეპოტიზმი და კორუფცია.
“ზუსტად 17 დღეში ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი, ჩვენი ბრძოლით, აუცილებლად დასრულდება. ბიძინა ივანიშვილთან ერთად ამ ქვეყანაში აუცილებლად დასრულდება ნეპოტიზმი, კორუფცია, პრივილეგირებული მინისტრების შვილების ვოიაჟები, რომლებიც, სამწუხაროდ, ნაქირავები “ბოინგებით” დადიან მაშინ, როცა ამ ქვეყანაში ჩვენს თანატოლებს საშუალება არა აქვთ უზრუნველყონ თავიანთი სწავლის საფასური საქართველოს უნივერსიტეტებში.
მე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივ რეჟიმს, რომელმაც გამოგვიცხადა, თითქოს, ჩვენ ბოდიში გვაქვს მოსახდელი ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან. მე მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ჩვენთან ერთად არიან 2008 წლის გენერლები, ჩვენთან ერთად არის უამრავი სამხედრო, საქართველოს ჰყავს გმირი გენერლები, გმირი სამხედროები და საქართველოს ჰყავს გმირი პრეზიდენტი, რომელიც ახლა არის ივანიშვილის სატუსაღოში. მე მინდა გითხრათ, რომ აღფრთოვანებული ვარ შედეგით, რომელიც აჩვენეს ჩვენმა ემიგრანტებმა, რომლებიც უკვე 12 წელია, ემიგრაციაში არიან, რადგან გაექცნენ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. 150 000-ზე მეტი ემიგრანტი დარეგისტრირდა ამ სთვის და ეს არის ძალიან მაგარი შედეგი, ამიტომ აქედან მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ ის აუცილებლად წავა ამ ქვეყნიდან და ჩვენი ემიგრანტები 26 ოქტომბრის შემდეგ დაბრუნდებიან “, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა