იგორ ნარმანია – ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ სუბსიდიას

გარდა იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ მივიღოთ 14 მილიარდ ევროიან ფონდზე წვდომა, სწრაფი გადაჭრის გზა იმისა, რომ სტუდენტებს არ უწევდეთ ქირის გადახდის გამო კაბალურ პირობებში მუშაობა, ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ სუბსიდიას, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ.
„მე და ჩემს თანაკურსელებს, მეგობრებს გვაქვს ძალიან ბევრი ხელისშემშლელი პრობლემა, რათა მივიღოთ ხარისხიანი განათლება ად ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ ჩემს თანაკურსელებს, რომლებიც ქირით ცხოვრობენ, უწევთ დღე და ღამე მუშაობა, რათა ქირის და სწავლის ფული გადაიხადონ და მოგეხსენებათ, ძალიან რთულია, როდესაც დილით მიდიხარ ლექციებზე და ღამე გაქვს გათენებული, რადგან მუშაობდი წინა ღამით. ყველაფერი ხელს გიშლის, რომ მიიღო ხარისხიანი განათლება და ეს არ აინტერესებს ხელისუფლებას და მეც და ჩემი მეგობრებიც ამას ვგრძნობთ, თუმცა ვერ ვხედავ ოპოზიციის მხრიდანაც, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე ისმოდეს. მე მაინტერესებს თქვენი პარტიის შეხედულება ამ პრობლემის მოგვარებაზე“, – დაუსვა კითხვა ლიდერებს სტუდენტმა, რაზეც იგორ ნარმანიამ უპასუხა:
„გარდა იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ მივიღოთ 14 მილიარდ ევროიან ფონდზე წვდომა, სწრაფი გადაჭრის გზა იმისა, რომ სტუდენტებს არ უწევდეთ ქირის გადახდის გამო კაბალურ პირობებში მუშაობა, ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ სუბსიდიას, რადგან დაახლოებით 40 მილიონ ევრომდე ჯდება ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ 2023 წელს მხოლოდ და მხოლოდ თავის შემომწირველებს დაუსუბსიდირა კომპანიები 22 მილიონით, ანუ სინამდვილეში შესაძლებელია სწრაფი გზით ამ ყველაფრის გადაჭრა გარდა იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩვენ გვექნება ფინანსური ბენეფიტები“, – ასე უპასუხა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ სტუდენტის კითხვას.

ასევე დაგაინტერესებთ