იგორ ნარმანია – ღალატის კომისია ანწუხელიძის მსგავს გმირებს შეურაცხყოფს, კობახიძის განცხადებები კი მოსწონს მხოლოდ რუსეთს

ღალატის კომისია ანწუხელიძის მსგავს გმირებს შეურაცხყოფს, კობახიძის განცხადებები კი მოსწონს მხოლოდ რუსეთს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, იგორ ნარმანიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
ნარმანიას განცხადებით, „ღალატის კომისია“ არა ფაქტების დადგენას, არამედ ქართული ჯარის და ეროვნული გმირების დისკრედიტაციას ემსახურება.
„ისინი ატარებენ ღალატის კომისიას, სადაც ქართულ ჯარს, ქართველ სამხედროებს, ქართველ გმირებს – ანწუხელიძეს და არაერთ გმირს აყენებენ შეურაცხყოფას და მათ ეძახიან პიარისთვის შეწირულს. კობახიძის მოღალატეობრივი განცხადებები უფრო მეტად მძაფრდება და მათი მომწონებელი დღეს არის მხოლოდ რუსული ოცნება, , პუტინი, ლავროვი და ა.შ“,- განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე – ჩემთან რაც დააშავეთ, მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ, ნურას უკაცრავად – ყველაზე სწორი იქნება, გახსნათ ეს წყეული, მონჯღრეული კარი, რომელიც, ალბათ, ცოდვებისგანაა ასეთ დღეში და აქედან გაგვიშვათ

გიორგი ტერიშვილი – არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის! ყველაზე დიდი დამნაშავე არის „ქართული ოცნების“ პრემიერი და პროკურატურა, რომელიც ზის ახლა ჩვენ წინ და თავს ვერ სწევს – ასე იქნებით მთელი ცხოვრება, თავს ვერ აწევთ!