იგორ ნარმანია – „რუსული ოცნების“ ხელისუფლების საერთაშორისოდ არ აღიარება იქნება ის მთავარი ბერკეტი, რომელიც მათ ჩამოანგრევს – ამ საერთაშორისო მხარდაჭერისთვის აუცილებელია ყოველდღიური პროტესტი ქუჩაში

„რუსული ოცნების“ ხელისუფლების საერთაშორისოდ არ აღიარება იქნება ის მთავარი ბერკეტი, რომელიც ჩამოანგრევს მათ. ამ საერთაშორისო მხარდაჭერისთვის კი აუცილებელია ყოველდღიური პროტესტი ქუჩაში არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ. რუსულ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ,- ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა, რომელიც საპროტესტო მსვლელობას უერთდება.
მისი თქმით, პარლამენტის არ აღიარება საერთაშორისო დონეზე იქნება ის მთავარი ბერკეტი, რომელიც ჩამოანგრევს მმართველ ძალას.
„ჩვენ დღეს პოლიტიკური პარტიები, მოქალაქეები, ოპოზიციის მხარდამჭერები ვიკრიბებით ორ ლოკაციაზე – „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მეტრო და „მარჯანიშვილის“ მეტრო, საიდანაც დავიძვრებით მსვლელობით. მნიშვნელოვანია, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა არ გაჩერდეს და ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ არ შედგეს არალეგიტიმური პარლამენტი, რომელიც ვერ მოიპოვებს საერთაშორისო ლეგიტიმაციას ვერც საერთაშორისო ასპარეზზე და ვერც ქვეყნის შიგნით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ გაჩერდეს ეს საპროტესტო მოძრაობა კონკრეტულ დღემდე და ეს კონკრეტული დღე იქნება არალეგიტიმური პარლამენტის არ ცნობა იყოს გამარჯვების დღე.
საერთაშორისო დონეზე პარლამენტის არ აღიარება იქნება ის მთავარი ბერკეტი, რომელიც, საბოლოო ჯამში, ჩამოანგრევს „რუსული ოცნების“ ხელისუფლებას და არ მისცემს ფუნქციონირების საშუალებას. მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და ამ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქუჩაში ვიყოთ ყოველ დღე და გამოვხატოთ პროტესტი არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ”, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა