იგორ ნარმანია – „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარესთან ვისაუბრეთ პარტიის სამომავლო გეგმებზე, ახალგაზრდულ პოლიტიკაზე და მის მნიშვნელობაზე ქართულ პოლიტიკაში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან ვისაუბრეთ პარტიის სამომავლო გეგმებზე, ახალგაზრდულ პოლიტიკაზე და მის მნიშვნელობაზე ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ განაცხადა.
მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხებოდა სამომავლო გეგმებს, რომელიც ახალგაზრდების საარჩევნო პროცესში ჩართულობას უკავშირდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან ვისაუბრეთ პარტიის სამომავლო გეგმებზე, ახალგაზრდულ პოლიტიკაზე და მის მნიშვნელობაზე ქართულ პოლიტიკაში. ასევე ვისაუბრეთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” როლზე, როგორც მთავარ ფლაგმანზე, მთავარი ოპოზიციური პარტიის როლზე რეჟიმის დამარცხებაში 26 ოქტომბრის არჩევნებზე. განვიხილეთ ასევე სამომავლო გეგმები, რომელიც უკავშირდება ყოველდღიურობას და ახალგაზრდების ჩართულობას საარჩევნო პროცესში”, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.
გარდა ამისა, იგორ ნარმანია გამოეხმაურა სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტს და აღნიშნა, რომ ნიშანდობლივია, რომ ამ შემთხვევას წინ პარლამენტის თავმჯდომარის, ს პოსტი უძღოდა.
„ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა მიანიშნებს იმას, რომ რეჟიმი აგონიაშია, რადგან ის მარცხდება ქართველ ხალხთან, ქართველ ახალგაზრდებთან. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას წინ უძღოდა შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ის მოიხსენიებდა მას, რომ თითქოს ის აგრესიულ კამპანიაშია ჩართული. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელოვნური და „რუსული ოცნების“ მიერ მართულია. „ოცნების“ „ტიტუშკები“ უსწორდებიან ფიზიკურად აქტივისტებს და ჰგონიათ, რომ ვინმეს ამით შეაშინებენ, რადგან ამ „ტიტუშკებს“ არ წარმოუდგენიათ, რომ არსებობს სამშობლოსათვის თავგანწირვის მცნება“,- განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას